03 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
ინციდენტი MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე - კონორ მაკგრეგორმა რეპერ მეშინ გან კელის სასმელი შეასხა

ნიუ-იორკში MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულებს შორის ისეთი მუსიკოსები დასახელდნენ, როგორიცაა ჯასტინ ბიბერი, ოლივია როდრიგო, ბი-თი-ესი და ბილი აილიში.

დაჯილდოებას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. წითელ ხალიჩაზე კონორ მაკგრეგორსა და მეგან ფოქსის მეგობარ მამაკაცს, რეპერ მეშინ გან კელის შორის დაპირისპირებამ სოციალური მედია მოიცვა. როგორც უცხოური გამოცემები წერენ, კონორ მაკგრეგორმა რეპერს ფოტოს გადაღება სთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. გაბრაზებულმა კონორმა კი არტისტს სასმელი შეასხა.

დღის ამბები