03 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
უკრაინა კოვიდ-პასპორტების გამოყენებას იწყებს - სად არ დაიშვებიან დოკუმენტის გარეშე მოქალაქეები

226 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. ახალ რეგულაციებს აწესებს უკრაინის მთავრობა, ქვეყანა კოვიდ-პასპორტების გამოყენებას იწყებს.

დოკუმენტის გარეშე ადამიანები ბიზნეს ობიექტებში, კინოთეატრებში, სავარჯიშო დარბაზსა და საცურაო აუზებზე არ დაიშვებიან.  საგანმანათლებლო დაწესებულებები კი სოციალური დისტანციის გარეშე იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ მთელი პერსონალი სრულად იქნება აცრილი.

დიდი ბრიტანეთი 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციას იწყებს. ახალი შეზღუდვები დააწესა ჩინეთმა სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციაში, სადაც ფუნციონირებას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე იხურება ბარები და კინოთეატრები.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ამერიკელებს ავღანეთში, ალბანეთში, სერბეთში, ლიეტუვასა და კიდევ 5 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები