რაჭაში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, კერძოდ კი - ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში. ბოლო მონაცემებით, იქ აცრის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
იმუნიზაციის პროცესში ჩართული არიან ახალგაზრდები, პედაგოგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.