მაშველებმა რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, სპარტაკის სათხილამურო ბაზის მიდამოებში გუშინ გაუჩინარებული An-26 ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости-ი ავრცელებს.
ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროც ადასტურებს. სამინისტროს ცნობით, ბორტზე მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
შეგახსენებთ, რომ An-26ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, რადარებიდან გუშინ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა.