რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალქეებს აცრისთვის მეტი მოტივაცია ჰქონდეთ - ახალ გეგმას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წარადგენს. მანამდე კი ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი კვლავ საკმაოდ დაბალია.
ექიმები ყოველდღიურად კლებად დღიურად ჩატარებული აცრების რაოდენობას და არსებულ ვითარებას საყურადღებოდ მიიჩნევენ. ეპიდემიოლოგების განმარტებით, იმუნიზაცია ერთადერთი გამოსავალია შეიქმნას იმუნური ფენა და მზად შევხვდეთ პანდემიის მე-5 ტალღას.
"იწყება შემოდგომა, რომელიც არის რესპირატორული ვირუსების გამწვავების პერიოდი, ამიტომ, აუცილებელია ვატაროთ ნიღბები და ავიცრათ. ამ ტემპით ვაქცინაცია ნამდვილად არ მოგვცემს საშუალებას, რომ შემდგომი ტალღა იყოს მსუბუქი, ვინაიდან არ იქნება შესაბამისი იმუნური ფენა შექმნილი პაციენტებში.
ამიტომ, აუცილებელია, ჩავიტაროთ ვაქცინაცია და ყველას მოვუწოდებ, ამ კუთხით გააქტიურდნენ,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნოდარ ჩიმაკაძე.