20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
30 სექტემბერს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - უბნების ჩამონათვალი

"თელასის" ოფიციალური ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს  II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის  III, IV კვარტლების, შალვა ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი IVა, IVბ მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის  გამზირის (ნაწილობრივ), ახალუბნის, თამაზ მუჯირიშვილის, ბეღლეთის, გალავნის, კაიშაურის, ნაქერალის, ოძისის, რუისპირის, საინგილოს, სომხეთის, ფშავის, შილდის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.

 

დღის ამბები