03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
ქედის გამგებელს საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშულებენ

ქედის გამგებელს ადგილობრივი მცხოვრებლები მათი საკუთრების უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამირან ბეჟანიძე აცხადებს, რომ შარშან მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გამგებელმა მისგან ფარულად გადააფორმა ეკონომიკის სამინისტროზე, ახლა კი იქ გზის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამირან ბეჟანიძის პროტესტის გამო, სამუშაოები დღეს რამდენიმე საათით შეჩერდა და მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განახლდა.

„გავიფორმე ეს მიწა 2014 წელს. ამის შემდეგ დავით დუმბაძემ ეს გაფორმებული რეგისტრაცია გამიუქმა და გადაეცა ის ეკონომიკის სამინისტროს. ეს გაკეთდა ფარულად, არ მაცნობეს არაფერი და ახლა ხდება ის, რომ აქ მიმდინარეობს მშენებლობა,“ - განაცხადა ბეჟანიძემ.

გამგებელი მოქალაქის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი საპრივატიზაციო ნუსხაში არასოდეს ყოფილა და ბეჟანიძემ სახელმწიფო ქონება უკანონოდ მიითვისა.

„ამ ერთი საბუთის საფუძველზე, პირმა შეძლო სახელმწიფო ქონების მითვისება. ეს მიწა არის სახელმწიფო საკუთრება. ეს ტერიტორია არასდროს ყოფილა კერძო საკუთრებაში და რეფორმებში არ ხვდებოდა, რადგან ეს ტერიტორია 90-იანი წლიდან იყო განკუთვნილი ქედის პერსპექტიული განვითარებისთვის,“ - განაცხადა დავით დუმბაძემ.

დღის ამბები