რუსების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან გააპროტესტებენ.
განცხადება ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა და დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა.
"რუსეთი არანაირ პოლიტიკურ ფასს არ იხდის იმაში, რომ ზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს. იმ პოლიტიკის ფონზე რასაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. გაიმართება საპროტესტი აქცია ჩვენი აქტივისტების მიერ,"- აცხადებს სერგო რატიანი.