03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
აქცია ბათუმში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა

ბათუმში ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გამართული აქცია ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. აქციას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მართავდნენ.  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქციის მიმდინარეობა გააპროტესტეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პარტიაში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავად აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებენ და სანამ ისინი პასუხს არ აგებენ საკუთარ დანაშაულზე, რეალურად არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. 

დღის ამბები