მორიგი წერილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან - პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა, ეკატერინე ხერხეულიძემ სააკაშვილის გზავნილი მისი მონახულების შემდეგ გაახმოვანა.
"ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ასევე სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა," - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ და ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი გაახმოვანა.
"რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოგთხოვოთ, რომ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი," - წერს მიხეილ სააკაშვილი.