03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებზე პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას მოითხოვენ

თუკი პარლამენტი დღეს არსებულ ვარიანტს დაამტკიცებს არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენების უფლებას მოითხოვენ. ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ დღეს პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ზეწოლას განიცდის და „ამიტომ პარლამენტი ითვალისწინებს იმ ხისტ პოზიციას, რომელიც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია «საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს» აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური კი მოუწოდებს დეპუტატებს, გაითვალისწინონ არასამათავრობოების ინიციატივა, რომ „ე.წ. გასაღები გადავიდეს მობილური ოპერატორებისა და სასამართლოს ხელში და არ ჰქონდეს საშუალება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოუსმინოს 25 ათას ადამიანს“.

ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში აზრთა სხვადსხვაობაა. ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი მარგველაშვილი და იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი დღეს არსებულ ვარიანტს დაამტკიცებს, გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას.

დღის ამბები