მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ ვინაიდან ინფიცირების საერთო რაოდენობაც გაზრდილია, ბავშვთა ინფიცირების რაოდენობამაც მოიმატა.
როგორც მაია ჩხაიძე ამბობს, პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი მექანიზმი ნიღბის სწორი ტარებაა, თუმცა მისივე თქმით, ნიღბის ტარების პროცენტი საკმაოდ შემცირებულია.
"მომართვიანობა გაზრდილია, იმიტომ რომ კოვიდინფიცირებულების საერთო რაოდენობამ მოიმატა და როდესაც იმატებს საერთო რაოდენობა, იქ რამდენიმე პროცენტი არიან ბავშვები და მათი რაოდენობაც იმატებს.
პანდემიის შეჩერების გზა არის ნიღბის სწორი ტარება, ჰიგიენური პირობების დაცვა და ვაქცინაცია - ამ სამ პირობას თუ ვერ შევასრულებთ, პანდემიის შეჩერება წარმოუდგენელია. ნიღბის ტარების პროცენტი ძალიან დაბალია, 45%-დან 47%-ზე ავიდა და მე ვთვლი, რომ ძალიან დაბალია. ქუჩაში რომ გაივლი და დააკვირდები - მე უკვე ძალიან ვაკვირდები მოსახლეობას, ნახევარზე მეტი დადის უნიღბოდ," - აცხადებს მაია ჩხაიძე.