20 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
თუ რუსეთში ახალი შტამი წარმოიქმნა, ის ძალიან სწრაფად გავრცელდება ჩვენს მოსახლეობაზე - მალვინა ჯავახაძე

გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე ქვეყანა ახალი რისკის წინაშე დგას - რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი ვრცელდება, "დელტას" მუტირებული ვარიანტი ინფიცირებულთა 10%-ს აქვს, რაც სპეციალისტთა შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ კოვიდის ეს ფორმა გარკვეულ პერიოდში საქართველოშიც შემოაღწევს.

მართალია კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა მედიკოსების პირველადი დაკვირვებით ირკვევა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი აქამდე არსებულ "დელტა" შტამთან შედარებით, 15-ჯერ უფრო მარტივად ვრცელდება.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, თუ დიაგნოსტირება სიმპტომების გამოვლენისთანავე, პირველივე დღეს მოხდება, ტესტი ახალ შტამს აჩვენებს, თუმცა შემდეგ დღეებში ეს უკვე შეუძლებელია.

"უსათუოდ აქტიური მიმოსვლა, რომელიც არის ჩვენს მეზობლებს შორის და ა.შ. შეზღუდვების უგულებელყოფა ხელს უწყობს ამ არსებული წარმოქმნილი შტამის გავრცელებას და თუ რუსეთში ახალი შტამი წარმოიქმნა, ის შტამი, დიდი ალბათობით, ძალიან სწრაფად გავრცელდება დაუცველი კონტაქტებით ჩვენს მოსახლეობაზე," - განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალვინა ჯავახაძემ.

დღის ამბები