03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ალასანიას გუნდი დაუპირისპირდა

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღების ფლობის შესახებ კანონის ვადის გადაწევას უმრავლესობაში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ეროვნულმა ფორუმმა“ მხარი არ დაუჭირეს.

დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ ფრაქციის ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ 1 ნოემბრამდე შესაძლებელი იყო საკითხის გადაჭრა და „ამ გადავადებას მხარს არ დავუჭერთ“. „ეროვნული ფორუმის“ დეპუტატმა ანი მიროტაძემ ასევე თქვა, რომ „ამ საკითხის აპრილამდე გადადება არ შეიძლება“.

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი და თავად კანონის ინიციატორი შალვა შავგულიძე კანონის გადავადების აუცილებლობაზე მიუთითებენ. ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს: „ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ სამუშაო ჯგუფს არა აქვს შეჯერებული ვარიანტი, რამდენიმე დღეში კი შედის აკრძალვა, რაც ქვეყნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კრიმინოგენულ მდგომარეობას უქადის რეალურ საკანონმდებლო საფრთხეს იმიტომ, რომ აღარ ექნებათ მოსმენების კანონიერი წარმოების უფლება“.

ასევე, შალვა შავგულიძის თქმით, კანონის გადავადება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან „კანონის მომზადება ვერ მოესწრო ამ ვადაში“.

პარლამენტი კანონის გადავადების საკითხს ხვალ განიხილავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები