03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
არასამთავრობოები უსუფაშვილს ფარული მოსმენების კანონის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ

არასამთავრობოები უსუფაშვილს ფარული მოსმენების კანონის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ასეთი მიმართვით დღეს, საკითხის ხმაურიანი განხილვის შემდეგ  გამოვიდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარე მათ მოთხოვნას ბრიუსელიდან გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილი მზადაა, საქართველოში დაბრუნებისთანავე შეხვდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ საკითხზე სამსჯელოდ.

„როგორც ჩანს, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები. მე მზად ვარ, როგორც კი დავბრუნდები, შევხდე სამუშაო ჯგუფის წევრებს. ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა მოსმენებთან დაკავშირებით. ეს მოხერხდა სწორედ არასამთვრობოების, პარლამენტისა და სამართალდამცველების მჭირდო კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე. გასაგებია, რომ გვინდა უფრო სწრაფად, ვიდრე ხდება და გასაგაებია, რომ არ არის კარგი, როდესაც ვადის გადაწევა გვიწევს, მაგრამ მე ყველას უნდა ვთხოვო, რომ აღვიჭურვით სათანადო მოთმინებით, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე,“ - განაცხადა უსუფაშვილმა. 

პარლამენტი ვადის გადაწევის საკითხს ხვალ განიხილავს. 

 

დღის ამბები