დიდი ოცეულის 2 დღიანი შეხვედრა დასრულდა. სამიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ, რათა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯები გადადგან.
მიზანს 2050 წლისთვის ნახშირბადის რაოდენობის შემცირება წარმოადგენს. სამიტის დასკვნით კომუნიკეში ნათქვამია, რომ დიდი ოცეული ადასტურებს თავის ვალდებულებას 100 მილიარდი დოლარის მობილიზება მოახდინოს წლიურად, რადგან ღარიბ სახელმწიფოებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარონ.