მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დიდი ბრიტანეთის ქალაქი გლაზგოა - კლიმატისადმი მიძღვნილ გაეროს კონფერენციაზე დასასწრებად ინგლისში მსოფლიო ლიდერები უკვე შეიკრიბნენ. ლიდერების შეხვედრაზე არ იქნებიან წარმოდგენილები არც რუსეთის და არც ჩინეთის პირველი პირები.
გლაზგოშია საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც სახელმწიფოთა მეთაურებს სიტყვით დღესვე მიმართავს.
ძირითადი გზავნილი, რასაც პრემიერ-მინისტრი 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერის წინაშე გაახმოვანებს, ეხება კლიმატის ცვლილებებს და მის მნიშვნელობას, არა მხოლოდ დიდი ქვეყნებისთვის, არამედ ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
ლიდერების კონფერენციის პარალელურად, ქართულ დელეგაციას და ირაკლი ღარიბაშვილს ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ის უკვე შეხვდა სლოვენიის პრემიერ-მინისტრს, დღეს ასევე დაგეგმილია მისი პირისპირ მოლაპარაკება EBRD-ის პრეზიდენტთან, დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.