საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგების ხელახლა გადათვლა იწყება. ხმების გადათვლას და ჩატარებულ წილისყრას ცესკოში გამოეხმაურნენ. როგორც სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა პროცესის მიმდინარეობის დროს უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და ვიდეოგადაღება.
"დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან. დღეს დილით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამართეს სხდომები და კანონმდებლობის შესაბამისად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოავლინეს ყოველ საარჩევნო ოლქში ის უბნები, რომლების შედეგებიც უნდა გადაითვალოს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუშინ, ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართა ინიციატივით და რეკომენდაციით, სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად გადათვლის მიზნით გამოევლინათ 7-7 საარჩევნო უბანი. გადათვლის პროცესი დღესვე, 17:00 საათზე დაიწყება გადათვლის ცენტრებში და რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება პროცესის საჯაროობა და ვიდეო გადაღება," - ამბობს ნათია იოსელიანი.