"დიდგორი 2021" - საქართველოს თავდაცვის ძალები უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლებისთვის ემზადება. სწავლება ოფიციალურად 5 ნოემბერს გაიხსნება და 8-12 ნოემბერს ჩატარდება.
მიზანი, კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწაა.
უწყებათშორისი სწავლება წელს მერვედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით გაცილებით მასშტაბურია. პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.