დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შვიდი პირი ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2015-2016 წლებში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საგურამოსა და ჭოპორტში, მოტყუებით დაირეგისტრირეს დიდი ოდენობით, სახელმწიფოს კუთვნილი 13 მიწის ნაკვეთი.
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.