03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
განვადებით ნაყიდი ფორტეპიანო - „ნიჭიერის“ აღმოჩენა ამალია ჯიბლაძე

ამალია ჯიბლაძის ზღაპარი დაიწყო. სახალხო შოუ „ნიჭიერში“ აღმოჩენილი ახალი მომღერალი გუშინდელი გამოსვლით კმაყოფილია. მომდევნო ტურების ეშინია, თუმცა ბრძოლისთვის მზადაა. ჯიბლაძე დღეს აცხადებს, რომ საზოგადოებამ მას მხარი დაუჭირა და ის ბედნიერია.

„ბედნიერი ვარ, ძალიან თბილი სიტყვები მოვისმინე. ძალიან მიკვირს, ცოტა მეშინია. ვნერვიულობ, თუმცა ბრძოლისთვის მზად ვარ,“ - ამბობს ამალია ჯიბლაძე "კურიერთან" საუბრისას.

სახალხო შოუ "ნიჭიერის" აღმოჩენა სიდუხჭირეში 6 წლის შვილთან ერთად ქალაქ რუსთავში ცხოვრობს. მარტოხელა ქალი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს თავად არჩენს. ამალიას სამსახური არ აქვს. თავს ხელსაქმით ინახავს. ის ბოლო წლების განმავლობაში ბაფთებს ამზადებს და ყიდის.

მუსიკალური განათლება არა აქვს. ამბობს, რომ ბავშვობაში მღეროდა. ფორტეპიანო კი რამდენიმე თვის წინ განვადებით შეიძინა.  

ამალია ჯიბლაძე იხსენებს, რომ მას ბოლო წლებია არ უმღერია და მისი ნიჭის შესახებაც ინფორმაციაც არავის ჰქონია.

რამ გადააწყვეტინა „ნიჭიერში“ მონაწილეობა, არ ამხელს. ჯიბლაძე "კურიერთან" პირად საკითხებზე საუბარს ერიდება.

ნიჭიერი მომღერალი აცხადებს, რომ საკონკურსო სიმღერა „გუგლის თარჯიმნით“ ისწავლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები