რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე იმყოფებოდა. კონკრეტულად, რატომ გახდა საჭირო კერძო კლინიკის სპეციალისტის ჩართვა პროცესში, ჯერჯერობით, უცნობია.
კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
"ექიმი მოდის ყოველთვის, როცა პაციენტს ესაჭიროება კარდიოქირურგი. მე არ ვიცი ჩივილები პაციენტის და რა გითხრათ?" - ამბობს სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.