მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ, რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა უფლებადამცველებმა მოინახულეს. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მან საკმაოდ დიდი წონაც დაკარგა.
"კიდურების შეშუპება, არშეშუპება, ანუ, ამ ყველაფერში გამოიხატება, ერთდროულად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც შევა და აიღებენ ანალიზებს და მიუთითებენ ანალიზის პასუხში სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის სასიცოცხლო მაჩვენებელი დღემდე ექიმებს ეკავათ მედიკამენტოზური ჩარევით,“ - ამბობს ადვოკატი, გიორგი გელხაური.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს, რადგან მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება.
"მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი, საიმისოდ, რომ უკვე მან ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება. შესაბამისად, ის საჭიროებს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაყვანას,“ - ამბობს ბექა ბასილაია.