20 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ჯერჯერობით, სათადარიგო სტატუსში ვარ, მაგრამ თუ დაიწყება სასამართლო პროცესები, შესაძლოა, მივიღო მონაწილეობა - ვალერი გელბახიანი  

შიმშილობის 34-ე დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი, მისივე სურვილით, ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოინახულა. არ არის გამორიცხული, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინტერესები მანაც დაიცვას. გელბახიანმა საპატიმრო უკვე დატოვა. 

როგორც მისი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ვალერი გელბახიანმა ითავოს ერთგვარი მედიატორის ფუნქცია დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრთან მოლაპარაკებებში, რათა ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს. 

"ჯერჯერობით, სათადარიგო რანგში თუ სტატუსში ვარ, მაგრამ თუ განახლდება და დაიწყება სასამართლო პროცესები, შემდეგ, შესაძლოა, მივიღო მონაწილეობა. ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა რომ თანხმობა იქნეს ჯერ, პირველ რიგში, მიღწეული ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, შემდეგ ხალხი იყოს ამის მამოძრავებელი,“ - ამბობს ვალერი გელბახიანი.

დღის ამბები