"ფეისბუქი", "ინსტაგრამი" და "მესინჯერი" ისევ გაითიშა - როგორც The Independent წერს, აპლიკაციაზე წვდომა მსოფლიო მასშტაბით შეიზღუდა. მომხმარებლების ნაწილი "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" შესვლას ახერხებს, თუმცა პირადი მიმოწერის საშუალება არ აქვთ.
მსგავსი შემთხვევა ოქტომბერშიც მოხდა, სამივე აპლიკაცია გაითიშა და მათთან ერთად - Whatsapp-ი.
მიზეზის შესახებ "ფეისბუქს" განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.