20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
გარდაცვლილთაგან მხოლოდ 1.05% იყო ვაქცინირებული - ამირან გამყრელიძე 

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით NCDC-ის ანგარიშის ნაწილი წარმოადგინა, რომელიც სრულად უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება:

"სექტემბრის ჩათვლით სრულად ვაქცინირებულ პირებში ვაქცინით განპირობებული ინფიცირებისგან დაცვის ეფექტურობა არის 90%. ამ პერიოდში სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი ჩვენი კვლევით 9,87 %-ით ნაკლები არავაქცინირებულთან შედარებით. სექტემბრის ჩათვლით ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო  814851 პირი და აქედან ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული იქნა 11 403 ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა კოვიდის შემთხვევა. ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა - ამ პერიოდში ჰოსპიტალიზირებული იყო 53767 ადამიანი, ვაქცინირებული 1386. ჰოსპიტალიზაციისგან დაცვაში ვაქცინაციის ეფექტურობა არის 93.4%. ინტენსიური და კრიტიკული მოვლის საჭიროება 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში  97.5%-ით ნაკლებ შემთხვევაში დგება არავაქცინირებულებთან შედარებით. ხოლო 18-59 ასაკობრივ ჯგუფში დაცვა არის 99%. ინტენსიურში მოხვდა სრულად ვაქცინირებული 72 პირი. ლეტალობისგან დაცვა - 15 მარტიდან რაც აცრები დაიწყო ქვეყანაში 30 სექტემბრამდე სულ ქვეყანაში გარდაიცვალა კოვიდისგან 5469 ადამიანი. ამ შემთხვევაში არავაქცინირებული იყო 98,95%  ანუ  1,05% იყო ვაქცინირებული. 18-59 ასაკობრივ ჯგუფში სრულად ვაქცინაციის მეშვეობით სიკვდილისგან დაცვა არის 99,37% , ხოლო 60+ ეს დაცვა არის 97,8%,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის შემცირებულ ტემპზეც ისაუბრა  და განაცხადა რომ ამის გამო ეპიდვითარების კვლავ გართულებაა მოსალოდნელი.  ამირან გამყრელიძის თქმით, გარკვეულწილად იზრდება ვაქცინის ბუსტერ-დოზების რაოდენობა და კიდევ უფრო ზრდას იანვრის თვეში ელოდებიან.

"ვაქცინაციის მაჩვენებლის ყოველდღიური კლებაა. გარკვეულწილად იზრდება ბუსტერი, 2700 ბუსტერია გაკეთებული მაგრამ ძირითადად ახალგაზრდა მოსახლეობის ხარჯზე ჯერჯერობით.გასაგებია რომ 6 თვიანი პერიოდია და ველით რომ ბუსტერები გაიზრდება იანვარში. დაახლოებით 150 ათას ბუსტერამდე ველოდებით იანვარში. მანამდე უნდა იყოს 30-40 ათასის ფარგლებში," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები