პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინას გადმოსცემს. დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. დანარჩენი კი მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად ჩამოვა.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან" ერთად შექმნა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე Covid-19 საწინააღმდეგო Pfizer -ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ:
12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს;
12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
გარდა ამისა, Covid-19 საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილ პირებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: - ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, პირებს რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს