20 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
ინდონეზიაში წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება  

ინდონეზიაში წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი კი ამ დრომდე  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მაშველები დაზარალებულების თავშესაფარში გადაყვანას ცდილობენ, მაგრამ სამაშველო სამუშაოებს სტიქიის შედეგად დაბლოკილი გზები ართულებს. წყალდიდობა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, როგორც მეტეოროლოგები ვარაუდობენ, ნალექი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დღის ამბები