20 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
მე არ მინახია მისი ფაფის ჭამა - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ექიმი აცხადებს, რომ მას არ უნახავს - ჭამს, თუ არა საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი ფაფას.

პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის მარცვლელულით კვების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული ფაფებს და ნატურალურ წვენებს იღებს. ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის ზოგად მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია:

"პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ახლა იყო კიდევ ერთი კონსილიუმი დანიშნული. იყო ნევროპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი. კიდევ საჭიროა დამატებით 3 კონსულტანტის გამოძახება.

მე არ მინახია მისი ფაფის ჭამა. ჰოლანდიაში გაკეთებულ ოპერაციაზე არაფერი ვიცი,"- აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

დღის ამბები