საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოში პროდუქტებზე ფასების ზრდას და ინფლაციის დონე, კვლავ გამოწვევად რჩება.
როგორც ნათია თურნავამ "დღის კურიერში" საუბრისას განმარტა, ქვეყანაში იმპორტირებულ პროდუქტზე, მაგალითად ნავთობზე ფასის ზრდის შეკავება შეუძლებელია, თუმცა კომუნალური გადასახადები, მათ შორის ბუნებრივი აირი არ გაძვირდება.
"რაც შეეხება ინფლაციას, მოდი გავყოთ ასე, ეკონომიკური ზრდა უკვე მოგახსენეთ, რომ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაიზარდოს შემოსავლები და უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ის სამუშაო ადგილები, რაც დაკარგეს ადამიანებმა კოვიდის პერიოდში კვლავაც აღდგეს.
რაც შეეხება ფასების ზრდას და ინფლაციის დონეს, მართლაც გამოწვევად რჩება. სხვათა შორის ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ კოვიდის შემდგომ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლები არის მოსალოდნელზე მაღალი, საქართველოშიც ასეა, ბოლო ათიო წლის განმავლობაში, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ნამდვილად ასეთი დიდი შოკი არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ მსოფლიოსთვის, როგორიც არის კოვიდ-პანდემია ჩვენ არ გვახსენდება, მაგრამ ეროვნულ ბანკს, თუ დააკვირდებით და ეს არის უწყება, რომელიც ადევნებს თვალ-ყურს ინფლაციას აცხადებს, რომ მომავალ წელს უკვე საპროგნოზო ნიშნულეზე ჩამოვა, ე.ჭ. გეგმური, ნორმალური დონე ინფლაციის კვლავ დაბრუნდება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ცალკეულ პროდუქტებს, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მაგალითად მსოფლიოში ძალიან გაძვირდა ნავთობი და ნავთობ პროდუქტები, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა, გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ამ პროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენციაა, თუმცა ამავდროულად კომუნალურების გაძვირება არ ხდება მოსახლეობისთვის, არც ბუნებრივი აირი არ ძვირდება ამაზე მარეგულირებელმაც გააკეთა განცხადება. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველაფერი რაც რეგულირების სფეროში შედის და შეუძლია მთავრობას გარკვეული შეღავათი გაწიოს, რომ იყოს შედარებით ნორმალიზებული,"- განაცხადა ნათია თურნავამ.