მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხის თანამშრომლებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება," - ნათქვამია განცხადებაში.