20 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს – ოფიციალური განცხადება

მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით და ასევე იმით, რომ უკრაინული მხარეს არ აქვს ინფორმაცია.

მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ოფიციალური ნოტაც გაეგზავნა. ჩვენი აზრით, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ კონტროლს“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები