საკუთარ სამუშაო ადგილას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილის მანქანამ ადმინისტრაციის ეზოში შესვლა უპრობლემოდ შეძლო.
პარალელურად, აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. ენმ-ის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გუშინ გადაინაცვლეს, ისინი შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.