20 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
კვირის განმავლობაში დავრჩებით ინფიცირების 5500-6000 შემთხვევის ფარგლებში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა ახლა კორონავირუსის გავრცელების პიკშია. მისი თქმით, როდემდე გაგრძელდება ეს ვითარება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის რეგულაციების სწორად დაცვაზე. 

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ პიკში ვართ. გუშინწინ ჩვენებმა პროგნოზირება გააკეთეს ამ კვირის და დაახლოებით, კვირის განმავლობაში ამ დონეზე დავრჩებით, ანუ, 5500-6000-ის ფარგლებში. მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბუსტერი, რაც ხდება ქვეყანაში, გახლავთ ის დიდი შეკრებები, თავყრილობები... 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამის შემდეგ როცა გაქვს მილიონ მოსახლეზე, განგაშს ვრთავთ.

დადგინდა, რომ შტამს ახასიათებს ე.წ. ორთვიანი ციკლები. ამიტომ, სამწუხაროდ, გვექნება დიდი ადამიანური დანაკარგი.  ეს არის ყველანაირ პოლიტიკაზე ზე საკითხი დღეს, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.  

დღის ამბები