20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
იმუნიზაციის საბჭომ ვაქცინაციის არეალი გააფართოვა - დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 15% ბავშვი ან მოზარდია

დღის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების 15% ბავშვი ან მოზარდია. 100 ინფიცირებულიდან 9-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, არის გარდაცვალების შემთხვევებიც. ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 90 ათასი ბავშვი იყო ინფიცირებული.

მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით, საქართველოში 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა საბჭომ გადაწვეტილება დღეს მიიღო. ამ ასაკში მშობლების ნებართვის საფუძველზე "ფაიზერით" აცრა ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

დღეს, ციციშვილის პედიატრიულ განყოფილებაში 12-15 წლამდე ინფიცირებული ბავშვები გადიან მკურნალობას, მათ შორის აცრილები არც ისინი არიან, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს.

მეტი სიცოცხლის გადარჩენა ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებით არის შესაძლებელი. მხოლოდ დღეს ვირუსმა 75 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეპიდემიოლოგების პროგნოზი საგანგაშოა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მთელი კვირის განმავლობაში ისევ მაღალი იქნება.

ვაქცინაციის ტემპის გააქტიურება უკვე გადაწყვეტილია 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში. ამავე ასაკში ბუსტერ დოზის გამოყენება 3-6 თვის პერიოდში იქნება შესაძლებელი. ასევე მესამე დოზის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის დაშვებული - "ფაიზერით," "სინოფარმით" და "სინოვაკითაც."

დღის ამბები