19 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
"ნიჭიერი" გრძელდება - რატომ გადაწყვიტა თიკა ფაცაციამ ფრჩხილების დაფერვა ტრაქტორით და ვინ გავიდა ნახევარფინალში ჟიურის "ოქროს ღილაკით"

"ნიჭიერი" გრძელდება - მეგა შოუში დღეს მეოთხე შესარჩევი ტურია.

დღეს მაყურებელი ნახავს ნიჭიერ პატარა მომღერალს, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოტანილ ექსტრემალურ ნომრებს და გავიგებთ, რატომ მიანდო თიკა ფაცაციამ ფრჩხილების დაფერვა დედოფლისწყაროელ ტრაქტორისტს.

დღესვე გავიგებთ, ვინ გააოცა ყველაზე მეტად ჟიური და ვინ დაიმსახურა "ოქროს ღილაკი".
გადაცემა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, დღესაც დიდ სანახაობას გვპირდება.



დღის ამბები