20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
კრწანისში "დიდგორი 2021"-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება იმართება

კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში, უწყებათაშორისი სამეთაურო-სასტაბო სწავლების დიდგორი 2021-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება იმართება. სიმულაციური სცენარის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება. წლევანდელი დიდგორი წინა სწავლებებისგან განსხვავებული და უფრო მასშტაბურია.

"დიდგორი 2021-ში დღეს არის ყველაზე აქტიური ფაზა, რასაც დაესწრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. წელს ჩატარებული სწავლება ასევე გამოირჩევა იმით, რომ ამას საფუძვლად დაედო აქტი, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული სწავლების ჩატარებასთან დაკავშირებით და გარდა საშტაბო სწავლებებისა, წელს გვაქვს საველე სწავლებებიც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - ამბობს  ჯუანშერ ბურჭულაძე. 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები