საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტის ორი ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცა.
როგორც განმარტავენ, ახალი ტექნიკა მნიშვნელოვნად გაზრდის მეხანძრე-მაშველთა მობილურობას და ეფექტიანობას, ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების დროს.
ბორჯომის სამმართველოს მეხანძრე-მაშველებს ახალი ტექნიკის გასაღები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ და საქართველოში ესტონეთის ელჩმა გადასცეს.