მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საპატიმრო მისმა უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ დატოვა. როგორც ის მედიასთან აცხადებს, ისმის სხვა პატიმრების მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები და იმყოფება ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ.
ლიზა იასკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
"სააკაშვილს შიმშილობა არ შეუწყვეტია. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გადაჰყავთ შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მქონე დაწესებულებაში. მას ესმის პატიმრების ყვირილის ხმა, ის არის ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. პატიმრების მხრიდან ისმის მისი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები. უკრაინის მხრიდან ბევრი განცხადება გაკეთდა, რომ არ უნდა იყოს ფიზიკური ძალა მის მიმართ გამოყენებული. გუშინდელი კადრები ამ მხრივ უპრეცედენტოა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას არ ესმის ზელენსკის მოწოდება, რომ სააკაშვილი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას,“ - ამბობს ლიზა იასკო.
პოლიტიკოსების და უკრაინელი მეუღლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატი შევიდა. ყველა ვიზიტორი იმეორებს მთავარ მოთხოვნას - გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში.