20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ახალ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ახალ საინვესტიციო პროექტებზე მუშაობა გრძელდება.

ტურისტული პროექტების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრაზე ლოჯისტიკური და ინდუსტრიული პროექტები განიხილა.

ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მომზადებულია ისეთი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების, საპორტო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო აეროპორტებში სატვირთო ტერმინალების განვითარებას.

ასევე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ პროექტებზე ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათ-მშენებლობისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში.

დღის ამბები