დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 100 000 ქართველთა ხსენების დღეს, პანდემიის გამო, ტრადიციული მსვლელობა აღარ გაიმართება.
აბო თბილელის სახელობის ტაძარში დილით წირვა ჩატარდა, 13 საათზე კი მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდიან.
100 ათასი მოწამის დღე ყოველი წლის 13 ნოემბერს აღინიშნება. გადმოცემის თანახმად, 1227 წელს თბილისში ჯალალ ედ დინის შემოსევების დროს, მოსახლეობას მოსთხოვეს ქრისტიანობის უარყოფა და ხატების შეურაცხყოფა. მას შემდეგ, რაც 100 ათასმა ქართველმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე, მათ თავები მოჰკვეთეს და ცხედრები მტკვარში გადაყარეს.