საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების გაცნობას.
ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალმა შეხვედრები გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან.