შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების კოლექტიური უნარების განვითარების სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
უწყებათშორისი სწავლება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ორგანიზებით, 9 დღის განმავლობაში, ორ ეტაპად ჩატარდა.