საფრანგეთი უერთდება ევროკავშირის და შეერთებული შტატების შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების გადაადგილების გამო.
ოფიციალურ მოსკოვს კი აფრთხილებენ, რომ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას სერიოზული პასუხი მოყვება. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუს კოლეგებთან, სერგეი შოიგუსა და სერგეი ლავროვთან შეხვედრისას გააკეთეს.
ფრანგმა მინისტრებმა მოსკოვს უკრაინის საზღვართან "სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის თაობაზე" ვალდებულების შესახებაც შეახსენეს.