20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
პატიმრობის 44 დღე - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას ჯერ ისევ არ წყვეტს

პატიმრობის 44 დღე - მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას ჯერ ისევ არ წყვეტს და ძალაში ტოვებს წინაპირობას პოსტშიმშილობის პერიოდში სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

უქმე დღეების გამო პატიმრებთან ვიზიტორების დაშვება შეზღუდულია, აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს ვერ შეხვდება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. ის გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა ექსპრეზიდენტთან ვიზიტს.

დღეს შესაძლოა, გამონაკლისი დაიშვას და გლდანის ნომერ 18-ე სამკურნალო დაწესებულებაში შევიდეს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. როგორც მან აღნიშნა, მომდევნო დღეები რთული იქნება და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ნებისმიერ წუთს საჭირო გახდეს ჩარევა.

გუშინ, ექსპრეზიდენტთან იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი იზოლირებულ ოთახში იმყოფება, სადაც არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები.

 

დღის ამბები