იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი facebook გვერდზე სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც ასახავს მონაცემებს ინფიცირებულთა, ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა შორის რამდენი პროცენტი არ იყო ვაქცინირებული.
სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 98.96% არ იყო ვაქცინირებული.
ასევე, ინფიცირებულთა 95.92% არ იყო ვაქცინირებული და მოქალაქეები, რომლებიც ჰოსპიტალში მოხვდნენ, მათგან 94.4%-ს იმუნიზაცია არ ჰქონდა ჩატარებული.