20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებიდან სროლები განახორციელეს ქელბაჯარის რაიონში განლაგებული აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სომხეთის არმიამ მხოლოდ საპასუხო ცეცხლით უპასუხა, აზერბაიჯანის მხრიდან სოფელ ვერინშორჟაში მდებარე მათდამი ცეცხლის გახსნას.

დღის ამბები