გლაზგოში, გაეროს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე დასკვნითი ხელშეკრულება მიიღეს.
მსოფლიო ლიდერები 200 ქვეყნიდან ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შემცირების დაჩქარებასა და წიაღისეული საწვავის სუბსიდირების ეტაპობრივი გაუქმების შესახებ შეთანხმდა.
გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია კონფერენციის მონაწილე არაერთი ქვეყნის ლიდერის მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ შეთანხმების ამგვარი ფორმულირება კლიმატური პრობლემების გადაჭრის პროცესს კიდევ უფრო შეანელებს. კონფერენციის ბოლოს სიტყვით გამოვიდა სამიტის პრეზიდენტი ალოკ შარმა, მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მონაწილეების იმედგაცრუებას იზიარებს.