საწვავის ფასების გასაპროტესტებლად ავტომობილის მძღოლებმა აქცია გამართეს. "უარი საწვავის ფასებს" — ასე ჰქვია საპროტესტო ტალღას, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
მოქალაქეთა ნაწილი ბენზინის გაძვირებას აპროტესტებს. ავტომობილის მძღოლები, ბენზინგასამართ სადგურებს ბოიკოტს უცხადებენ.
საწვავის ფასის დაწევის მოთხოვნით შეკრებილ მოქალაქეებთან "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" დირექტორი მივიდა. მან აქციის მონაწილეებს კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.