17 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
ნიუ-იორკში საახალწლო ნაძვის ხე დადგეს

ნიუ-იორკში საახალწლო ნაძვის ხე დადგეს. როკფელერის ცენტრში ახალი წლის 24 მეტრიანი სიმბოლო, ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის დახმარებით, მერილენდის შტატიდან მიიტანეს.

მისი ტრანსპორტირება სპეციალური ტექნიკით განხორციელდა, რასაც 2 დღე დასჭირდა. 85 წლის ნორვეგიულ ნაძვის ხეს 50 ათასი მანათობელი ნათურით გაანათებს, თავზე კი ბროლის ვარსკვლავს დადგავენ. როკ ფელერის ნაძვის ხეს 90 წლიანი ტრადიცია აქვს. ის საზეიმოდ 1-ლ დეკემბერს განათდება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

დღის ამბები